დავით ზირაქაშვილის სახელობის ტურნირი

2019-09-28 20:22:26

„რუსთავი არენამ“ დავით ზირაქაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის მორაგბეთა 12-მა გუნდმა მიიღო.

ტურნირის გამარჯვებული "ხვამლი" გახდა, მე-2 ადგილი რუსთავის "ხარებმა", მე-3 ადგილი კი "ლელომ" მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ  ბექა წამალაიძე დასახელდა.

პრიზიორები ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ირაკლი აბუსერიძემ და ირაკლი მაჩხანელმა დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელს კი ჯილდო დავით ზირაქაშვილის ძმამ, გიორგი ზირაქაშვილმა გადასცა.

ვეტერანი ბორჯღალოსნის სახელობის ტურნირი ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომას იმართება. წელს ტურნირი უკვე მესამედ ჩატარდა.