შსს-მ 2 პირი დააკავა

2019-09-28 16:33:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 2 პირი: 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავეს. [ვიდეო/video]

სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი" და ,,კოკაინი" ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკის" 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.