ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2019-09-28 12:13:37

დღეს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო რუსთავში ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს.

შინაური ცხოველების მეპატრონეებს ცხოველებისთვის აცრის ჩატარება მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შუძლიათ. ვაქცინაციას შინაურ ცხოველებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარები ჩაუტარებენ.

უფასო აცრის აქცია მეგობრობის გამზირზე 18:00 საათამდე გაგრძელდება.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღეასთან დაკავშირებით ღონისძიებები ტრადიციულად  მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.