ძმამ ძმა მოკლა [video]

2019-09-28 11:06:35

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა. [ვიდეო/video]

სოფლის რწმუნებულის ზურაბ ფაჟავას განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

„დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის", - ამბობს ზურაბ ფაჟავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.