ნანა შატბერაშვილი vs ლევან ონიანი [video]

2019-09-26 20:22:21

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. [ვიდეო/video]

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა ქალაქ რუსთავში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ რუსთავში 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მოხსნების შემდეგ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნანა შატბერაშვილმა ზურაბ ტაბაღუას ჩაპაევის ქუჩაზე მომხდარის გამო რეაგირება მოსთხოვა და განაცხადა რომ მერს ეძებდა და კაბინეტში ვერ იპოვა, ხოლო მოგვიანებით კი საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს პოლიტიკურად ვერ გაზრდილი უწოდა. ნანა შატბერაშვილის რეპლიკას ლევან ონიანის პასუხი მოჰყვა, რაც მოგვიანებით ხმაურში გადაიზარდა.