რუსთავის მერიის გეგმები

2019-10-06 00:21:59

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქ რუსთავში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს 15 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

ინფრასტრუქტულ პროექტებს შორის არის სკვერები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.

ესენია:

ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია [ვიდეო/video] ;

თეატრის უკან მდებარე სკვერის რეაბილიტაცია;

ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია;

ასლანიკაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილტაცია;

განკარგულება ზემოთ ჩამოთვლილ ინფრასტუქტურული პროექტების შესახებ გადაეგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამთავრობო კომისიას, შემდგომი განხილვისა და ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით.