საბერძნეთში დაკარგული გოგო იპოვნეს

2019-09-26 15:29:47

საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ იპოვნეს.

სალომე გოგინაშვილი ცოცხალა და ელეფსინაში იმყოფება, კერძოდ თრიასიოს საავადმყოფოში.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ქალი პორტთან უცნობმა ადამიანმა იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. დაკარგულს უჭმელობისგან ორგანიზმი დაუძლურებული და გამოფიტული აქვს, შესაბამისად, ის რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს.

32 წლის გოგინაშვილს ოჯახი 4 დღე ეძებდა. სად იმყოფებოდა ის ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.