ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში

2019-09-25 14:52:02

რუსთავში,  სპორტის ჩიხის და მიმდებარე ეზოების (ფიროსმანის N9,11,13, სპორტის ჩიხის N9ა,11ა,13ა,12ა,14ა,16ა, სპორტის N4,6,8, მშენებელთა N10,12,14,16,18, ოდშარიას N23,,25,27) ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები განახლდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იბერი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანაიღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის საფარი. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსხურის უფროსი ზურა ტაბაღუა.

როგორც ზურა ტაბაღუამ განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებაზე, მერიამ ტენტერი ხელახლა გამოაცხადა, ვინაიდან  წლის დასაწყისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, საკუთარი ვალდებულებები ჯეროვნად ვერ შეასრულა.

"2019 წლის დასაწყისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, შესაბამისად მის მიმართ გატარებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა. კომპანიის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოსა, ამის გამო შექმნილი დისკომპორტისთვის, მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი. რუსთავის მერიამ საზედამხედველო კოპანიის დახმარებით ჩაატარა ექსპერტიზა, რათა გამიჯნულიყო შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები. ამის შემდგომ ჩატარდა ხელახალი ტენდერი, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია - შპს ,,იბერი“, რომელმაც პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

ხელშეკრულების ღირებულება არის 436 ათასი ლარი, მოხდება  სანაღვრე ქსელის და ასფალტის საფარის მოწყობა, სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“,  - განაცხადა ზურა ტაბაღუამ.