რუსთავში საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება

2019-10-04 20:27:14

რუსთავში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს.

"როდესაც სკვერის/პარკის რეაბილიტაციის ან მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა მოხდება, პროექტში აუცილებლად იქნება გათვაისიწნებული სველი წერტლებიც", - აცხადებს სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ტაბაღუა. 

პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი საპირფარეშო ე.წ. ჩიკაგოს სკვერში განთავსდება. საპირფარეშო ფუნქციონირებას ოქტომბრის თვეში, სკვერის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე დაიწყებს.