საბერძნეთში ქართველები დააკავეს

2019-09-25 10:47:55

საბერძნეთში ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ბავშვებით ვაჭრობა ედებათ. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. დაკვებულებს შორის ბერძენი ექიმი და ადვოკატიცაა.

არსებული ინფორმაციით, ქართველებს ფეხმძიმე ქალები ბულგარეთიდან ჩამოჰყავდათ.  საუბარია სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე. ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულთა საქმეს სასამართლო შაბათს განიხილავს.