რუსთავის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

2019-09-24 19:21:28

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა. ამის შესახებ ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 44 წლამდე მამაკაცი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის ნარკოტიკების გადამალვას ცდილობდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც ინფო რუსთავს კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, დაკავებული დიდუბის მარშრუტზე მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, დაკავების მომენტში ის მგზავრთა გადაყვანას არ ახორციელებდა რადგან გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 24 სექტემბერს არ მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოდანაშაულის გულისხმობს.