რუსთავის ბაზარში ხორცი შეამოწმეს

2019-09-24 18:03:30

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის სპეციალისტებმა რუსთავის აგრარულ ბაზრებში ის სავაჭრო პავილიონები შეამოწმეს, სადაც ხორცი იყიდება.

როგორც ინფო რუსთავს სააგენტოში განუცხადეს, აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის დარღვევები მათ შორის ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი.

"იმისთვის, რომ საქონლის ხორცი ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას."- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სეს-ს ქვ. ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რომ სხვადასხვა დარღვევების გამო რეგიონის მასშტაბით 15 ბიზნეს-ოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, მათ შორის რუსთავშიც.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი და ვარგისიანობის ვადა.