მაგთიკომმა რუსთაველი სტუდენტი დააჯილდოვა

2019-09-24 16:31:41

მაგთიკომმა რუსთაველი სტუდენტი, ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასებების მქონე საბა ხევიაშვილი დააჯილდოვა. საბა 1-წლიანი სტიპენდიით 16 პირველკურსელს შორის მოხვდა.

რუსთავის #24 სკოლის მოსწავლე წელს თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე მოეწყო. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, საბა 2019 წელს ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მაღალი შეფასების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილზე, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში, პირველ ადგილზე გავიდა. საბას შედეგები ასეთია:

უნარები - 78 ქულა;

ქართული ენა და ლიტერატურა - 67 ქულა;

უცხო ენა - 80 ქულა;

ფიზიკა – 69 ქულა;

პროექტი „მაგთის სტიპენდია“ უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტების წახალისებას ისახავს მიზნად. დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს, მაგთის 22-ე დაბადების დღეზე გაიმართა.

სტიპენდიატებს შორის ასევე არიან:

ანუკი გოცაძე
ნუცა ცირეკიძე
ნიკოლოზ ჭელიძე
საბა ხევიაშვილი
ლიზი ლომთათიძე
ანა მერკვილაძე
ლევან ღაღანიძე
გიორგი აბულაძე
ვანო გამეზარდაშვილი
გოჩა გულუა
დავით დვალი
ელენე სვიანაძე
ნიკა ქურდაძე
ნუცა ღუდუშაური
ელენე ცირამუა
ანა ხურციძე.