ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

2019-09-23 15:47:45

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავტოსაგაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განაცხადეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.