მამაკაცებმა მთერი ფარა მოიპარეს

2019-09-23 09:33:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ა.ი. ქურდობის, 1999 წელს დაბადებული ბ.ნ. და 2001 წელს დაბადებული გ.ნ. კი ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ი.-მ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრიდან 24 თხა მოიპარა. წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალი ცხოველები სარეალიზაციოდ მიჰყავდა.

რაც შეეხება ბ.ნ.-სა და გ.ნ.-ს, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ასურეთის ტერიტორიიდან მოქალაქეს ცხენი გასტაცეს.
პოლიციამ ნაქურდალი და ნაძარცვი საქონელი მეპატრონეებს დაუბრუნა.

გამოძიება ქურდობის და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.