ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-09-23 23:50:54

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე [ვიდეო/video]

ერთმანეთს გამოძახების სერვისზე დასაქმებული მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილის ტაქსი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.