ეთნოფესტივალი 2019

2019-09-22 18:24:06

რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ეთნოფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული კერძები წარმოადგინეს. სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის პარალელურად, პარკის ტერიტორიაზე, რუსთავის ისტორიულ ციხესთან, ხატწერის, ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ტრადიციული სამოსის გამოფენა მოეწყო.

ეთნოფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებით. კონცერტი გამართეს რეგიონში მოღვაწე საბავშვო ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა.

ეთნოფესტივალ 2019-ს ქვემო ქართლისა და რუსთავის პიველი პირები დაესწრნენ.