რუსთავქალაქობის აღნიშვნა გრძელდება [photo]

2019-09-22 16:06:14

"რუსთავქალაქობა 2019"- ის ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა.

სპორტული ღონისძიებები 14:00 საათზე, რუსთავის ცენტრალური პარკში, ოთხი შადრევნის მიმდებარე ტერიტორიზე დაიწყო.

ახალგაზრდა რუსთაველი სპოტსმენები, ერთმანეთს ქუჩის კალათბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობა - ბოჩაში, ჭადრაკსა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.

რუსთავქალაქობის ფარგლებში, ასევე ჩატრდა ნარდის ჩემპიონატი რუსთაველ ხანდაზმულებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 15-მდე ხანდაზმული იღებდა. ჩემპიონატი საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაციის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გაიმართა.

სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ.

სპორტულ აქტივობებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილოობრვი თვიმმართველობის წარმომადგგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყობა მხიარული სტარტები.