ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა

2019-09-21 16:57:41

ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ქალაქის მასშტაბით მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურა.

მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ქარის გამო აივანი ჩამოინგრა. ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა აცნობეს. როგორც ადგილზე მიულმა საინფორმაციო სააგენტოს გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ბათუმის ქუჩაზე. ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ სახლს სახურავის ნაწილი გადაეხადა. როგორც გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, თუნუქის ფილები რყევას განაგრძობს და შესაძლებელია საცხოვრებელ სახლზე არსებული გადახურვა ქარმა მთლიანად მოგლიჯოს.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ რუსთავის მერიის ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ.