რუსთავში რუსთავქალაქობას აღნიშნავენ.
სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სპორტული მარათონით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა.
საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში, მეგობრობის გამზირზე, კონცერტი გაიმართა რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსთავის სხვდასხვა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა სტუდიებმა.
რუსთავქალაქობის ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის საჯარო სკოლების 2019 წლის 112 წარჩინებული კურსდამთავრებული დააჯილოდოეს.
"ვულოცავ რუსთავქალაქობას ყველა რუსთავის მაცხოვრებელს. ძალიან ფერადად და ლამაზად დაიწყო დღევანდელი ღონისძიება. ყველაზი მთავარი, საჯარო სკოლების 112 წარჩინებული კურსდამთავრებული დავაჯილდოვეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოს ეს შედეგი და შემდგომი რუსთავქალაქობა ვიზეიმოთ არა 112-ით, არამედ გაცილებით უფრო ბევრი წარმატებული ახალგაზრდით. ეს შედეგი არის ფანტასტიკური და მე ვამაყობ, რომ ქვემო ქართლს ჰყავს ასეთი ახალგაზრდობა", - განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებუმა შოთა რეხვიაშვილმა.
"ჩემს თანამოქალაქეებს მინდა გულით და სულით მივულოცო რუსთავქალაქობა. მნიშვნელოვანი დღეებია ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა, 112 მედალოსანი გვყავს და ეს საამაყოა ჩვენი ქალაქისთვის. ველოდებით სტუმრებს 6 ქვეყნის, 9 მერი ჩამოდის ქალაქში, ეკონომიკურ ფორუმზე. მინდა ჩემს ქალაქს ვუსურვო წარმატებები. ეკონომიკური ფორუმი არ არის ფორმალური მხარე, ჩამოდიან ბიზნესმენები, ადგილობრივი მეწარმეებიც, წარმოაჩენენ თავის პროდუქციას", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ
მოგვიანებით, მეგობრობის გამზირზე დამონტაჟებული სცენა ჯგუფ "რეზო და ბავშვებს" დაეთმოთ. დღესასწაული ფერების ფესტივალით გაგრძელდა. რუსთავქალაქობის პირველ დღეს დიჯეი დაასრულებს.
სადღესასწაულო ღონისძიებები კიდევ ორი დღის განმავლობაში 22, და 23 სექტემბერს გაიმართება.
,,რუსთავქალაქობის“ დღესაწაულს რუსთაველები უკვე 20 წელია რაც აღნიშნავენ. დღესასწაული ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.