კომპანია "ინტერტრანსი" განცხადებას ავრცელებს

2019-09-18 22:30:13

კომპანია "ინტერტრანსი" სოციალურ ქსელში, მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

"მგზავრობის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა და 1.80-ს შეადგენს. რაც შეეხება მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას 2 ლარს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული მიკროავტობუსები ინტერტრანსის ლიცენზიით არ სარგებლობენ.

მოგმართავთ მგზავრებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოთ, სადაც თქვენთვის საინტერესო, სხვადასხვა საკითზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ცხელი ხაზის ნომერია 0341285050", - ნათქვამია განცხადებაში.