რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

2019-09-18 18:40:16

რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 სექტემბრის 22:00 საათიდან 21 სექტემბრის 03:00 საათამდე, მეგობრობის გამზირზე, ფალიაშვილის ქუჩის ასახვევიდან გზირიშვილის ქუჩის ასახვევამდე (საქართველოს ბანკის მიმდებარედ) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

რუსთავის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.