19 სექტემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-09-18 18:32:16

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 15:00-დან 18:00  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მეგობრობის, ლეონიძის, მესხიშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში