პირუტყვი რუსთავის სკვერებში

2019-09-18 18:29:24

რქოსანი პირუტყვი, რუსთავის, სხვადასხვა ქუჩებსა და სკვერებში.

"ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ცხოველები, ახალგაზრდობის და ლეონიძის სკვერებში, ასევე ტაშკენტის ქუჩაზე შენიშნეს.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. აღნიშნულ უწყებას "ინფო რუსთავმა" ფაქტის შესახებ აცნობა.

შეგახსენებთ, ქალაქში უმეთვალყურეოდ მოსიარულე რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, მეპატრონეს კი ჯარიმას აკისრებენ(თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.