საბავშვო გასართობი მოედნების რეაბილიტაცია

2019-09-27 16:15:40

რუსთავში, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, საბავშვო გასართობ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბავშვო ატრაქციონების აღდგენა-რეაბილიტაცია 31 მისამართზე, 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.

"მიმდინარეობს სამუშაოები საბავშვო მოედნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად 250 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი 2 ნაწილად ჩატარდა და 29 აგვისტოს დასრულდა. 31 მისამართზე, სარეაბილიტაციო  სამუშაოიები, ხელშეკრულებით წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს", - განაცხადა რუსთავის კორპუსის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ორ ნაილად ჩატარდა.