"იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში"

2019-09-18 15:38:32

"იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში" -  კამპანიის ფარგლებში, მერიის საკონფერენციო დარბაზში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე უძღვებოდა.

შეხვედრა, მიზნად ისახავდა სამსახურის საქმიანობის, მომხმარებლებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გაცნობას.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

შეხვედრას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა.