სიახლეები, რომლის დანერგვასაც"ბიზნეს-ტამპერე" აპირებს

2019-07-18 12:20:45

ქალაქის მერი რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი გოროზია ერთად, ფინეთის ქალაქ ტამპერედან ორგანიზაცია ,,ბიზნეს ტამპერეს“ წარმომადგენელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საგანმანათლებლო სფეროში სიახლეების დანერგვაზე ისაუბრეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ რუსთავში, გარკვეული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს.  საუბარია კოლეჯის ან ტრენინგ-ცენტრის გახსნაზე, რომელიც პირველ ეტაპზე, ძირითადად, IT ტექნოლოგიების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული.

ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ საკუთარი პროექტების განხორციელებას რუსთავის გარდა ქუთაისშიც გეგმავს.

შეხვედრა რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ გაიმართა.