რამდენი ლარი დახარჯა "ჰოლივუდმა" რუსთავში

2019-09-17 18:49:37

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა, 17 სექტემბერს რამდენიმე საათით ისევ "ჰოლივუდის" გადასაღებ მოედნად იქცა. [ვიდეო/video]

ფორსაჟის ჯგუფმა გადაღებები დილიდან დაიწყო და დღის მეორე ნახევრისთვის დაასრულა.

გადაღებების გამო დაიკეტა აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კომერციული ობიექტები. როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში გადამღები ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, ყველა ის კომერციული ობიექტი რომელთანაც წინა დღეებში ხელშეკრულება გაფორმდა და დღიურ კომპენსაციაზე შეთანხმება მოხდა, მათ დამატებით კიდევ, 1 დღის კომპენსაციას გადაუხდიან.

შეგახსენებთ რომ 3 სექტემბრიიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, კომპანიამ რომელიც ფილმის გადაღებას ახორციელებს რუსთავში დაახლოებით 330 000 ლარი დახარჯა. აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" 1 კვირის წინ გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით დღეს "ჰოლივუდმა" 60 000 ლარზე მეტი დახარჯა რუსთავში, თუ ამ თანხას 330 000 ლარს დავუმატებთ გამოდის რომ 6 დღეშე რუსთავში საშუალოდ 400 000 ლარამდე დაიხარჯა. ეს ინფორმაცია საჯარო არ არის და თანხების დათვლა სხვადასხვა, არსებული ინფორმაციების მოპოვების შედეგად გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდური ბლოგბასტერის „ფორსაჟი 9“ გადაღებები რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა, ასევე რამდენიმე კადრი გადაიღეს ბეთანიაში.