ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთავში

2019-09-17 15:21:44

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე, „რუსთავის თეატრის“ წინ, სკვერის მოწყობის სამუშაოები უახლოს პერიოდში დასრულდება.

ადგილობრივი მცხოვრებლები რეკრეაციული სივრცით სარგებლობას სავარაუდოდ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

სამუშაოების ფარგლებში, რამდენიმე ათეულ კვ.მ ფართობზე, სკვერისთვის საჭირო ძირითადი ინვენტარი უკვე განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ფერადი ფილებით მოპირკეთდა.  დაიგო მწვანე საფარი და გაკეთდა სარწყავი ქსელი. სკვერში დამონტაჟდა გარე განათების ბოძებიც. უახლოეს დღეებში კი რეკრეაციულ სივრცეში, მოსასვენებელი პავილიონები გაკეთდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებზე,  619 295  ლარი იხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.