რუსთავში "ფორსაჟის" გადაღებები დაიწყო.
გადაღებებში ვერტმფრენი მონაწილეობას არ მიიღებს.
მესხიშვილის ქუჩა გვიან ღამით გადაიკეტა და მოძრაობა შეიზღუდა.
გადაღებები დილიდან დაიწყო და 21 საათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ რომ გადამღები ჯგუფი რუსთავში უკვე იმყოფებოდა და მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე გადაღებები 5 დღე მიმდინარეობდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ფილმისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე კადრის გადაღება გახდა სჭირო და სწორედ ამიტომ გადაღებებისთვის ისევ რუსთავი შეარჩიეს.