რუსთავის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

2019-09-16 18:11:21

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრა შედგა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რუსთავში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე 4 პრობლემა გამოიკვეთა, რომლთა მოგვარებაც, ჯგუფის წევრების თქმით, ამ ეტაპზე მოქალაქეებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

უსიამოვნო სუნი, გამონაბოლქვი, ციხის მშენებლობა, შიდა და გარე ტრანსპორტი - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ითქვა, რომ 4 ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც რუსთავი ამ დროისთვის დგას, სწორედ აღნიშნულ ჩამონათვალშია მოცემული.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა სამოქმედო გეგმა დასახეს და აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური მასალები, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო რუსთაველებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ეტაპობრივად აქვეყნებდა, სამუშაო ჯგუფს შემდგომი ნაბიჯების დასახვასა და ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტება ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატებთან, პაატა მხეიძესა და გიორგი ბეგაძესთან შეხვედრაც დაგეგმეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ: - "შესაძლოა მათ სჭრდებათ ჩვენი დახმარება, შესაძლოა ჩვენ მათი. ცალ-ცალკე არაფერი გამოვა, ძალა ერთობაშია და ეს პრობლემები ერთობლივად უნდა გადაწყდეს".