რუსთავში "ფორსაჟი ბრუნდება"

2019-09-16 11:23:55

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავში "ფორსაჟი ბრუნდება".

ფილმის გადაღებები ისევ მესხიშვილის ქუჩაზე მოხდება. რუსთავში გადამღები ჯგუფი დღეს ჩამოვა.

ხვალ დილიდან კი გადაღებაბი ისევ იმ ადგილზე განახლდება სადაც რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა.

სააგენტოსთვის ცნობილი გახდა რომ გადამღები ჯგუფისთვის რუსთავი სასურველი ადგილი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ ისინი თავდაპირველად 4 დღის ნაცვლად 5 დღე დარჩნენ ქალაქში და ამჯერად კიდევ 1 დღე აპირებენ სცენების გადაღებას. ნახეთ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები.