დღეიდან, 16 სექტემბრიდან რუსთვში არსებულ ყველა ბაგა-ბაღში სწავლა განახლდა. ახალ სასწავლო წელს სიახლეეებით შეხვდა ქალაქის თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულება.
ზაფხულის განმავლობაში არაერთ ბაღში განხორციელდა მცირე თუ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, #25 ფილიალის ერთ ფლიგელში გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა და 6 ჯგუფი რეაბილიტირდა; შეიცვალა ფანჯრები, კორიდორში დაიგო იატაკი და მოწესრიგდა გარე ფასადი #27 ფილიალში, ამასთან, ბაღს კიდევ ერთი ჯგუფი დაუბრუნდა; #36 სააღმზრდელო დაწესებულება განახლებულ სასწავლო წელს 3 ახალი ჯგუფით შეხვდა და დამატებით 110 ბავშვის მიღება შეძლო, დაწესებულებაში მოეწყო რესურსოთახი; #22 ბაგა-ბაღში რეაბილიტირდა 2 ჯგუფი; ხელახლა აშენდა და გარემონტდა #17 ფილიალის ავარიული დერეფანი; ნაწილობრივ შეიცვალა ფანჯრები და რეაბილიტირდა დერეფანი #43 ბაგა-ბაღში; #40, 21, 1 ფილიალებში ნაწილობრივ შეიცვალა ლამინატი; #8 ფილიალში ხანგრძლივი გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ახალი ინვენტარი შეიტანეს #20, 36 ბაგა-ბაღების რეაბილიტირებულ ჯგუფებში.
რუსთავში არსებული ყველა ბაგა-ბაღი შეივსო და განახლდა საწოლებით, ტანსაცმლის კარადებითა და სკამებით. ფილიალებში ახალი ინფრასტრუქტურული მოთხოვნების შესაბამისად 9 ელექტროქურა დამონტაჟდა.
რუსთავში რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.