სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო [photo]

2019-09-16 10:04:53

16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო წელი თითქმის ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო.

რუსთავში ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია რამდენიმე სკოლაში განხორციელდა.

ახლად რეაბილიტირებული სკოლები ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე ზვად ჭუნაშვილმა, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და ბესიკ ტოგონიძემ, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატ პაატა მხეიძესან ერთად მოინახულეს. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს და არმატებები უსურვეს.

წელს ყველა პირველ კლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“. ასევე საჯარო სკოლის ყველა პირველ კლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა.