მამაკაცები ბინებს ძარცვავდნენ

2019-09-15 12:37:11

ბარსელონაში, პოლიციამ საქართველოს 33-დან 48 წლამდმე, სამი მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.

დაკავებულები საცხოვრებელ სახლებში მაშინ შედიოდნენ და ძარცვავდნენ, რა დროსაც ოჯახის წევრები დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ამოღებულია მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა.