ახალი მოთამაშეები და ფორმა [photo]

2019-09-14 18:00:34

რუსთავში, რაგბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ახალწვეულებისა და ახალი ფორმების წარდგენა გაიმართა. რუსთავის "ხარებს", ორი ახალი მოთამაშე, ვაჟა ხუციშვილი და ჟორა მღებრიშვილი შეემატა.

"ამ სეზონიდან ველით ბრძოლას, დიდ კონკურენციას. მოგეხსენებათ წინა თამაშებიდან ვიცე-ჩემპიონები ვართ. კონკურენტუნარიანი გუნდები, რომლებიც გაძლიერდნენ სხვადასხვა გუნდებიდან როტაცია მოხდა, აგრეთვე ჩვენი გუნდიდან გადავიდა 5 მოთამაშე. მაგრამ დაგვიბრუნდა ჩვენი აღზრდილი ორი მოთამაშე. ჩვენ ისევ ვეცდებით, რომ საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. შევხედავთ პირველ თამაშს, თუ რა დონეზე ვართ, რა შედეგები მოგვცა ამ მოსამზადებელმა პერიოდმა. სეზონის განმავლობაში გავაკეთებთ გარკვულ ცვლილებებს და გამოვიტანთ დასვნებს პირველი თამაშებიდან თუ რაზე გვაქვს სამუშაო და რა გვაქვს გამოსასწორებელი" - განაცხადა გუნდის მწვრთვნელმა მამუკა მინდორაშვილმა

რუსთავის "ხარები" დიდი 10-ის ახალ სეზონზე პირველი თამაშისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, ნუცუბიძის სტადიონზე "ხარებსა" და "ყოჩებს" შორის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ  "ხარებისთვის" წინა სეზონი წარმატებული გამოდგა, 26 წლის შემდეგ პირველად, რუსთაველი მორაგბეები ფინალში მოხვდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.