რუსთავში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

2019-09-13 19:33:46

რუსთავში, გამწვანებული ტერიტორიის დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის ქუჩის გზაგამყოფ ზოლზე, გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები. მწვანე საფარი წესრიგდება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკშიც.

„მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი გვქონდეს“,- აცხადებს რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას “რუსთავსერვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.