ურბანული რკინიგზის პროექტი რუსთავში

2019-09-12 11:00:02

საქართველოს მთავრობამ „ურბანული რკინიგზის პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ“ განკარგულება გამოსცა.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD -თან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და EIB-სთან (ევროპის საინვესტიციო ბანკი) თბილისის ურბანული რკრინიგზის პროექტის განსახორციელებლად.

„ეს პროექტი, სავარაუდოდ, საკმაოდ მსხვილი პროექტია.ეს არის სამგორი ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული ღერძის განვითარების პროექტი. დაახლოებით 7 სადგური იქნებ. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება. ეს არის თბილისის მერიის ინიციატივა და მათ მოგვმართეს თხოვნით, დაგვეწყო მოლაპარაკებები. EBRD -ს და EIB-ს აქვთ ინტერესი ამ პროექტის მიმართ,პირველადი მოთელვა მათსა და თბილისის მერიას შოროს მოხდა“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პროექტის ღირებულება 175 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდეა.

„რასაკვირველია სესხზეა საუბარი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ასევე გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.