ახალი "ჭკვიანი" კამერები რუსთავში [photo]

2019-09-13 20:13:27

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სიჩქარის მზომი "ჭკვიანი" კამერები კვლავ დამონტაჟდა. კერძოდ, სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა კლდიაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე.

აღნიშნულ ლოკაციებზე მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ნომრისა და სახის ამომცნობი "ჭკვიანი" კამერა აფიქსირებს. დამრღვევი მძღოლები კი დაჯარიმდებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე კამერების მონტაჟს განაგრძობს.