დანიის მთავრობის წარმომადგენლები რუსთავში

2019-09-12 19:22:35

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს, მოგვიანებით კი რუსთავში არსებული ენერგოეფექტური სააღმზრდელო დაწესებულებები მოინახულეს.

რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიას თქმით, დანიის მთავრობა რუსთავში მიღწეული შედეგებით კმაყოფილია და ენერგოეფექტურობის პროგრამის გაგრძელებას გეგმავს.

"ენერგოეფექტურობის პროგრამა დაიწყეს დანიელმა პარტნიორებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო რეკომენდაციით. 4 წელია ეს პროგრამა ხორციელდება და დღეს მოინახულეს ბაღები და სკოლები როგორ მუშოაბს, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის დაწყება. ასევე მიმდინარეობს გადამზადება მენეჯმენტის, იმ თანამშრომლების, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ენერგოეფექტურობა. დღევანდელ სტუმრებს სწორედ ეს აინტერესებდათ, რამდენად არიან აღნიშნული პიროვნებები მომზადებული. შეიძლება ითქვას, რომ  კმაყოფილება ვერ დამალეს. პროექტის გაგრძელებას ფიქრობენ, იკითხეს რამდენი შენობაა ისეთი, რომელზეც შეიძლება მათ იმუშაონ და ჩვენ ეს ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ. მოწოდებული არიან რომ გვერდში დაგვიდგნენ, ევროპულ ნორმებს მიგვაჩვიონ და გვასწავლონ", - აცხადებს გოჩა ლორია.