რუსთავის საჯარო სკოლებში, სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი დაიწყო.
წიგნების გაცემა სპეციალური მიღება-ჩაბარების აქტით ხდება, რომელსაც მოსწავლის მშობელი აწერს ხელს. ამავე აქტშია გაწერილი სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებიც, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლე ვალდებულია დაზიანებული წიგნი აღადგინოს, ან შეცვალოს.
„კანონით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლამ უნდა შეაფასოს წიგნის ვარგისიანობა. სკოლებს ეს მონაცემები შეჰყავთ საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალურ ბაზაში, რომლის მიხედვითაც ვიგებთ თუ კონკრეტულ სკოლას, რა რაოდენობის ახალი სახელმძღვანელო სჭირდება. თუ სკოლას ესაჭიროება სხვა სახელმძღვანელოების დამატება ვამატებთ ახალ სახელმძღანელოებს, მაგრამ სკოლას რომელსაც ვარგისად აქვს ჩათვლილი და შეუძლია შემდეგ წელს გამოიყენოს მოსწავლემ მხოლოდ ის სახელმძღვანელოები გადაეცემა მოსწავლეს",- განაცხადა ინფო რუსთავთან რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა.
სახელმძღვანელოების დარიგება სასწავლო პროცესის განახლებადმე მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს იწყება.