"სერიული ქურდი ციხეშია" [video]

2019-09-12 11:44:00

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულს ბრალად ათობით საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედება. [ვიდეო/video]

იტალიური მედიის ცნობით, 42 წლის კ.კ. ქალაქ მესტრეს პოლიციამ დააკავა.

მედია იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული, რომლის საშუალებითაც ის კვალს არ ტოვებდა. მამაკაცი საცხოვრებელ სახლებში პლასტიკური ბარათის საშუალებით აღწევდა და ღამეში 3-4 ბინის გატეხვასაც კი ახერხებდა.

ქალაქ მესტრეს პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.