კომპანია "რუსთავის წყალი"-ს განცხადება

2019-09-12 10:34:32

ქალაქ რუსთავში ლომოურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განახლდა.

კომპანია რუსთავის წყალმა ლომოურის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალური ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეცვალა. პროექტში კომპანიამ 61 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია რუსთავის წყალი ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად,  გადაერთების სამუშაოებს 13 სექტემბერს განახორციელებს. 
აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 13 სექტემბერს დღის 12:00 საათიდან 14 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლომოურის ქუჩასა და გასასვლელებს; მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და Facebook-ის საშუალებით.