რუსთაველი მამაკაცი დაიკარგა

2019-09-11 20:10:06

რუსთაველ, 28 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ.

ნიკა თამაზაშვილს ოჯახი ორი დღეა ვერ უკავშირდება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ნათესავთან იმყოფებოდა და რუსთავში უნდა დაბრუნებულიყო, თუცა ის სახლში არ დაბრუნებულა.

ახალგაზრდა მამაკაცს მობილური ტელეფონი გათიშული აქვს. დაკარგულის ადილმდებარეობის შესახებ არც მის სამსახურსა და სამეგობროში იციან.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები".