ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-09-11 20:05:48

რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე ერთმანეთს "ნისანისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს - "დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".