გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია

2019-10-03 18:03:49

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავში 15-20 ოქტომბრიდან შემოვა. ამის შესახებ ინფო რუსთავს, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში განუცხადეს.

"ვაქცინის გაკეთება ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ქრონიკულად დაავადებულებისთვის იქნება გამზნული, რათა თავიდან აიცილონ გრიპი და ვირუსი. ვაქცინის გაკეთება იქნება უფასო, მისი გამოყენება შეამცირებს გრიპის რისკს და აამაღლებს იმუნიტეტს" - განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა.

ვაქცინა რუსთავში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შემოვა და გადანაწილდება სხვადასხვა სამედიცინო  დაწესებულებებში. გეგმიური აცრები კი სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება. ბეგაშვილის ინფორმაციით, ვაქცინის უფასოდ მიღება რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი.