გასაუბრება ბაგა-ბაღებში დასაქმების მსურველებთან

2019-09-11 16:15:45

რუსთავის მერიაში, ბაგა-ბაღების გაერთიანების კაბინეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში, ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, გადარჩევის შემდგომ, განაცხადებების საფუძველზე, გასაუბრება 50 კანდიდატთან მოხდება.

გასაუბრების პროცესს ადრეული განათლების სპეციალისტი თამარ ბაქრაძე აკვირდება.

"რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მოგვიწვია იმისათვის, რომ შევაფასოთ პროცესი, როგორ ხდება შერჩევა აღმზრდელ პედაგოგის პოზიციაზე. საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესი. სიანტერესო და კარგი კანდიდატები არიან. ჩვენს რეკომენდაციებსაც ალბათ, რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ. არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები უნდა შეირჩნენ. ეს არის გამოცდილება,  განათლება, პროფესიული კომპეტენცია", - განაცხადა ადრეული განათლების სპეციალისტმა თამარ ბაქრაძემ.

ვაკანსია სამ პოზიციაზე გამოცხადდა:

- სპეციალური პედაგოგი - ერთი მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატს საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
დარიცხული ხელფასი-500ლარი.

- აღმზრდელი - 4 მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას:
1) ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (ჰუმანიტარული განხრით). სასურველია, ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
2) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი ან გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ -მოდულის საფუძველზე გადამზადება.
დარიცხული ხელფასი-500ლარი.

- ფსიქოლოგი - ერთი საშტატო ერთეული (დროებითი ვაკანსია).
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში; ასევე-სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დარიცხული ხელფასი - 450 ლარი.