მემორანდუმი კოლეჯ "მოდუსთან"

2019-09-11 15:40:07

მერიაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ "მოდუსს" შორის გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს, რუსთავის მუნიციპალიტეტში შემავალ შესაბამის ორგანიზაციებში, სტუდენტების პრაქტიკის გავლას.

"ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გულისხმობს მხარდაჭერას პროფესიული განათლების, ასევე სასწავლო პრაქტიკის გავლის პროცესში დახმარებას, პრაქტიკის ობიექტების უზრუნველყოფას. საკმაოდ მნიშვნელოვნად არის ჩართული რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოც და მერიაც პროფესიული სწავლების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ნაყოფიერი იქნება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა", - განაცხადა კოლეჯი "მოდუსის" დირექტორმა კარლო კერვალიშვილმა.

მემორანდუმს ხელი, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და კოლეჯ "მოდუსის" დირექტორმა კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს.

"თუ ჩვენ გვსურს, რომ მივცეთ საშუალება ახალგაზრდა თაობას, რომ განვითარდნენ პროფესიული თვალსაზრისით, ეს მემორანდუმი და ურთიერთობა მარტო ქაღალდზე დატანილი არ არის. მინდა გითხრათ, ჩვენი თანამშრომლობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე ახალი პროფესიული გადამზადების კურსები მოვითხოვეთ განათლებუის სამინისტროდან ველოდებით ავტორიზაციას და ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, რომ ერთერთი სანიმუშო  პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი იყოს მოდუსი", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.