ზურაბ ჯაფარიძე რუსთავში [video]

2019-09-11 14:47:13

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავში, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში იმყოფებოდა. მისი თქმით, "გირჩის" რამდენიმე სასულიერო პირი, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დაიბარეს და სავარაუდოდ პრობლემების შექმნას აპირებდნენ. [ვიდეო/video]

"ჩამოვედით და გვაინტერესებდა, რა პრობლემები შეიძლება შექმნოდათ და ვაპირებდით კომისიის სხდომაზე შესვლას, რატო დაიბარეს ეს ხალხი და რა კითხვების დასმას აპირებდნენ. რეალობა დაგხვდა ისეთი, რომ გაიგეს ჩვენ რომ ჩამოვდიოდით. ჩვენი რამდენიმე მღვდელმსახური იყო შესული, გვეუბნებიან, რომ გასაუბრებაზე არის საკმაოდ მშვიდი ტონი" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

პოლიტიკური გაერთიანების "გირჩის" ლიდერი, რელიგიური მოწმობის მქონე ახალგაზრდების, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დაბარების, ერთერთ მიზეზად "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს.

საუბარია, ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრ 300 ახალგაზრდაზე, რომლებიც რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო, ჯარისგან გათავისუფლება მოითხოვეს.

"რომ მოვდიოდი "ინფო რუსთავის" მერე გავრცელებული ინფორმაცია არ მახსოვდა და უფრო მეგონა, რომ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლასთან იყო დაკავშირებული. ახლა რასაც ვუყურებ, მგონია, რომ თქვენ მიერ გავრცელებულ მასალასთან უნდა იყოს კავშირში. როგორც ჩანს ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ძალიან დიდი ციფრია 300 ადამიანი, ვინც თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და გადაწყვიტეს შოუ დაედგათ, რომ რეაგირებენ ამ ინფორმაციაზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში კომისიაზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც განაცხადა, რომ - "ეს არის მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც იხილავს როგორც გადავადების საკითხებს ასევე გაწვევის საკითხებს. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელსაც მეც პირადად დავესწარი.  გადავადების კომისიაზე გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებსაც გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებიდან ეკუთვნით შეღავათები და მოხდა მათთან გასაუბრება. ეს აქტივობა არ უკავშირდება ღარიბაშვილის განცხადებას".


RUSTAVI