"ვაკე ტაქსით" მგზავრობა ძვირდება

2019-09-09 20:01:50

10 სექტემბრიდან "ვაკე ტაქსით" მგზავრობა ძვირდება.

მგზავრობის საფასური 2,50 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდება.

"ინფო რუსთავს" სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში განუცხადეს რომ - "მერიამ ვაკე ტაქსს იჯარის გადასახადი გაუზარდა, რის შემდეგაც კომპანია იძულებული გახდა მგზავრობის ფასი გაეზარდა. ტარიფის გაძვირებამდე ჩვენ მერიასთან ორი თვის მანძილზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას თუმცა უშედეგოდ. აქვე ავღნიშნავთ რომ "ვაკე ტაქსი" მომხმარებლის მომსახურეობას მაქსიმალურად გააუმჯობესებს და მკაცრი იქნება იმ თანამშრომლების მიმართ ვინც მგზავრების უფლებებს დაარღვევს".

კომპანიაში აცხადებენ რომ მერიის მიერ იჯარის გადასახადის გაზრდას გაასაჩივრეს თუმცა "ვაკე ტაქსი"-ს ინტერესები არ იყო გათვალისწინებული.

არსებული ინფორმაციით მიწის იჯარა სადაც კომპანიის ავტომობილებია განთავსებული 200 ლარით გაიზარდა და "ვაკე ტაქსს" ნაცვლად 200 ლარისა მოუწევს ბიუჯეტში ყოველთვიურად 400 ლარი გადაიხადოს. მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ რომ მიწის იჯარის თვეში 200 ლარით გაზრდა იმდენად უმნიშვნელოა რომ ის მგზავრობის ტარიფზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა და კომპანია ცრუობს როდესაც ტარიფის გაზრდის მიზეზად იჯარის გაზრდას ასახელებს.